საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ივნისში მოაწერს ხელს
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა”, – წერს ბაროზო. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.