გაზის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეფერხდება

მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქმედ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს გაზის მიწოდება 14 დეკემბრის დილის 5:00 საათიდან 15 დეკემბრის 15:00 საათამდე შეუწყდებათ.
შეფერხების მიზეზი სამხრეთის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის წითელი ხიდი-მარნეულის მონაკვეთზე განსახორციელებელ გადაუდებელი სამუშაოები და ახალაშენებული 25 კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ერთიან სისტემაში დაკავშირებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები