გოგა ჩანადირის ფოტოგამოფენა – „აეროფოტოები“ მიმდინარეობს
„თი-ბი-სი“ გალერეაში გოგა ჩანადირის საქველმოქმედო ფოტო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. 30 აეროფოტოზე ფოტოხელოვანმა საქართველო 2012-2014 წლებში აღბეჭდა. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა „იმედის გმირების“ გმირის დავით კინწურაშვილის დასახმარებლად გადაირიცხება. „აეროფოტოები“ საგამოფენო სივრცეში რამდენიმე დღე დარჩება. დავით კუნწურაშვილმა წლების წინ თავად დააარსა საქველმოქმედო სახლი „მომავლის გზა“, რომელიც დღემდე არაერთი ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვსა და გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა. დღეს დავით კინწურაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საზღვარგარეთ გამოკვლევების ჩატარება სჭირდება.