ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილი ცრუ ჩვენებისთვის პასუხს აგებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი ცრუ ჩვენებისთვის პასუხს აგებს.
დეპუტატი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს.
“მას აკისრია ვალდებულება, რომ გარდა ამ განცხადებებისა, რაც ურთიერთსაწინააღმდეგოა, წარუდგინოს კონკრეტული ფაქტები და წინადადებები პროკურატურას. აქ ბევრი კითხვა ჩნდება, გარდა იმისა, რატომ დუმდა წელიწადნახევრის განმავლობაში ეს ადამიანი.
რადგან ჩვენება მიცემული აქვს, ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებული იქნება, დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს. დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მაინც, რომელიც ანგარების მოტივით მოხვდა იმ სიაში“,- განაცხადა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ პროკურატურაში დაჰკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები