„მგონია, რომ თბილისის მთავრობა ბიუჯეტში წარმოდგენილ ძირითად პარამეტრებს არ შეცვლის“

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ახვლედიანი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას არ ელის. როგორც საკრებულოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მთავრობა მის მიერ წარმოდგენილ ძირითად პარამეტრებს შეცვლის.
„არ ვიცით, არის თუ არა მასში ოპოზიციის შენიშვნები გათვალისწინებული, თუმცაღა, იმედი გვაქვს, რომ ძირითად სოციალურ პარამეტრებს მერია მაინც გაითვალისწინებს. საკმაოდ ვრცელი შენიშვნების ნაწილი ჰქონდა წარდგენილი თბილისის საკრებულოს უმრავლესობას.  მგონია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ბიუჯეტში არ მოხდება და თბილისის მთავრობა მის მიერ წარმოდგენილ ძირითად პარამეტრებს არ შეცვლის“, -განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ მერი საკრებულოში მივა და ბიუჯეტს თავად წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები