ჯაბა ჯიშკარიანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესა და სამაჟორიტარო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, დაბა კიკეთში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
დეპუტატის თქმით, წარმოდგენილი პროექტების ფარგლებში, ორთახევის ქუჩაზე 1200 კვ.მ ბეტონის, ხოლო ნაძვნარის ქუჩაზე 2000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, რაზეც 160 000 ლარი დახარჯა. ჯაბა ჯიშკარიანმა 13 ივნისის სტიქიით მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ მისამართებზე მოხდა საყრდენი კედლების რღვევა და ამასთან, მწყობრიდან გამოვიდა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
,,აღნიშნულის შედეგად მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ამიტომ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან ერთად, პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი დროულად გაკეთდა. კაპიტალურად დაიგო გზის საფარი და მოწესრიგდა წყალ-საკანალიზაციო სისტემა“, -განაცხადა დეპუტატმა.
მისივე განცხადებით, კიკეთის მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სანიაღვრე სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაზაფხულიდან კვლავ განახლდება. დღესვე ჯაბა ჯიშკარიანი სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები