“პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, პარლამენტის თავმჯდომარეც, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიც“

ჩემი აზრით, უნდა დაკითხონ პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და თავდაცვის მინისტრიც, -ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ყოფილი მთავარი პროკურორის და მისი მოადგილის წინააღმდეგ. საქმე პატიმართა გათავისუფლების საქმეში შესაძლო კორუფციულ გარიგებას ეხება.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორს – გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს – გიორგი გოგაძეს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის უნდა წაუყენონ.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, დაისაჯონ ის ადამიანები და გამოძიება მივიდეს ბოლომდე. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ პატიმრების გამოშვებით ფული ეშოვათ და ნაწილობრივ ამას ახერხებდნენ ხოლმე, ეს არის პირველი რიგის ამოცანა და მეორე რიგის ამოცანაა, რადგან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, რომ გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო.
მათ ჩემგან, სხვა არხებისგან, მიიღეს ინფორმაცია ძალიან საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიც და მთელი მთავრობა”, – აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში, პატიმრების შეწყალების საკითხზე და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე გაკეთებული განცხადების გამო დაჰკითხეს. როგორც ელისაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე წელიწადნახევრის წინ როგორც მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა, მათგან ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები