დავით ნარმანია ოპოზიციას დარგული ხეების დათვლას ურჩევს – კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია, ადგილზე დათვალონ

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას დარგული ხეების დათვლისკენ მოუწოდებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა განაცახდა, ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული.
“არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული. არსებობს შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო. ასე რომ, კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია ადგილზე გავიდნენ და დათვალონ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები