ქეთევან მატაბელის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქეთევან მატაბელის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. გამოფენა პირველად წარმოაჩენს სრულად ქეთევან მატაბელის შემოქმედებას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის აბსტრაქტული ასამბლაჟები, ძველ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი თბილისის პეიზაჟები, ხელნაკეთი წიგნები, იგივე ,,ფოლიანტები”. ასევე ნარდისა და ჭადრაკის, ბანქოსა და დომინოს თემაზე შექმნილი კოლაჟები. ექსპოზიციაში ჩართული იქნება ინსტალაცია.
გამოფენა 2015 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შემდეგი პროგრამები: 12 დეკემბერი, 13:00 საათი – ქეთევან მატაბელის ვორკშოფი. ბავშვები შექმნიან საახალწლო სათამაშოებს და მისალოც ბარათებს კოლაჟის ტექნიკით. მონაწილეთა ასაკი: 7 წლიდან. 19 დეკემბერი, 15:00 საათი – ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებს ქეთევან მატაბელის შემოქმედების შესახებ; ქეთევან მატაბელის ვორკშოფი. მონაწილეთა ასაკი: 14 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები