საქართველოს დელეგაცია ნატოს სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრებს მართავს

   საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაცია ლონდონში ნატოს სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრებს მართავს. საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების პირველი მოადგილეები გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და პარლამენტის თემთა პალატის წევრებს შეხვდნენ. აუდიენცია შედგა საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელთან და ლორდთა პალატის წარმომადგენლებთანაც. ყველა შეხვედრის დროს ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს ევროინტეგრტაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამავე თემაზე ისაუბრეს ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტშიც.
“საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალ რეალობაში”, – ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ლონდონში სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები