გია ვოლსკი: პრეზიდენტმა სპეკულაციას უნდა დაანებოს თავი

„პრეზიდენტმა სპეკულაციას უნდა დაანებოს თავი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომას, რომელსაც პრემიერი არ დაესწრება.
“დავანებოთ ამ საზოგადებასთან თამაშს თავი. უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ სპეკულაციას უნდა დაანებოს თავი პრეზიდენტმა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 4 საათზეა დანიშნული. მასზე დასწრებას არ აპირებს პრემიერ-მინისტრი, მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები