კობი – გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვის იგეგმება

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ძლიერი თოვლის გამო, ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული. კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა, თუმცა მოძრაობა შეზღუდულია. ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, გაწმენდითი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვის იგეგმება. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა ასევე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები