გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
“პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს “კიდევ უფრო მეტად დაუჭერს”.
“მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს “ქართულ ოცნებას”. ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას”, – განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.