ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით
„ევროკავშირი შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდითა და საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით“,-ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბელგრადში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობა გააგრძელოს. მოგერინიმ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, ეუთოს პრინციპების დაცვით, კეთილსინდისიერად იმუშავოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. “ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების კუთხით ძალიან მცირე პროგრესით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდით და საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით“, -განაცხადა მოგერინიმ.