“საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო არის რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა და ბიზნესის კეთების სიმარტივით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეოთხე ადგილზეა.
“შესაბამისად, DCFTA და ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ეფექტიანი იმპლემენტაცია დამატებითი სტიმულია ინვესტორებისთვის ჩვენს ბაზარზე საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს და ახალისებს ინვესტიციებს ენერგოსექტორში. საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, დაბალ გადასახადებს, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ პირობებს, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით საქართველო არის რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეოთხე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნული განცხადებები სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც ის ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები