პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.
დავით პატარაია, რომელიც დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
“საქართველოს პრეზიდენტის #04/12/01 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე საქართველოს პრეზიდენტის #04/12/03 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები