გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის ვეროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთგულნი ვრჩებით
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთოს 22-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, საქართველო ერთგული რჩება ქვეყნის ვეროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ეუთოს ხელმძღვანელ პირებთან და ასევე კოლეგა მინისტრებთან.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ურყევია. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ქვეყნის ვეროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველის ხალხის არჩევანია. საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაცია, როგორც სასამართლო, ასევე იუსტიციის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეუთოს შესაბამისი სტრუქტურებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას”, – განაცხადა მინისტრმა. სერბეთი მინისტერიალს 3-4 დეკემბერს მასპინძლობს.