უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა და ექსპლუატაცია არ იზღუდება
საქართველოში უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა და ექსპლუატაცია არ იზღუდება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელმაც შს სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა წარადგინა.
“თუ თქვენს სახელზე დარეგისტრირებულია მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, არაფერი გზღუდავთ, რომ კიდევ გაყიდონ. პირველი მარტის შემდეგაც გაყიდვა არ იზღუდება. იზღუდება მხოლოდ შემოყვანილი და ახალი მანქანის რეგისტრაცია”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.