ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა უმრავლესობამ არ მიიღო.
ავთანდილ ბერიძის გადასაყენებლად საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო. საკითხის ჩავარდნის გამო, ინიციატორს მისი ხელმეორედ დაყენების უფლება 6 თვის შემდეგ ექნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის ინიციატივა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბიუროს სხდომაზე დააყენეს და პლენარული სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე დღის წინ შეიტანეს.