კულტურის მინისტრი რეაბილიტირებულ ტაძარს მოინახულებს

სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.
28 ნოემბერს, 13:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 12კმ-ში) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სქურის რეაბილიტირებულ ტაძარს მოინახულებენ.
ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე რეაბილიტირებულ ეკლესიას აკურთხებს და ჯვრის აღმართვის ცერემონიას ჩაატარებს. ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები