ზურაბ ტყემალაძე: პრემიერისგან პირდაპირი დავალება იყო, რომ გაზრდილიყო პენსია

პრემიერისგან პირდაპირი დავალება იყო, რომ მოძებნილიყო საშუალება, რითაც შეიძლებოდა გაზრდილიყო პენსია, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პენსიის ზრდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივამდე დაიგეგმა. „პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე პრემიერის პირდაპირი დავალება იყო, რომ მოძებნილიყო საშუალება, რითაც შეიძლებოდა გაზრდილიყო პენსია. ეს ჯერ კიდევ იქამდე იყო, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას გაახმაურებდა“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები