სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია დაიწყო. იდენტიფიკაციის პროცესი სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და თბილისის შემოერთებულ სოფლებში მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2015 წლის მაისში მიიღო, რაც ითვალისწინებს ცხვრის საყურე ნიშნებით ნიშანდებას, წვრილფეხა საქონლის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას და აღრიცხვიანობის რეგულირებას.
წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობაზე კონტროლის განხორციელებას, აღრიცხვიანობას და მიკვლევადობას, ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარულ კონტროლს და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ.
ცნობისთვის, მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია ქვეყანაში 2012 წლიდან მიმდინარეობს. 2012-2015 წლებში იდენტიფიცირებულია მილიონ-ნახევარი მსხვილფეხა პირუტყვი. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სურსათის ეროვნული სააგენტო 100 ათასამდე წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები