ბექა მიქაუტაძემ რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონში 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული სახლების უმეტესი ნაწილის სარეაბლიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გადახურული სახლები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, მოადგილეებთან და საუბნო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გამგეობას ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს და თბილისის მერიას გაწეული დახმარებისათვის. მათი თქმით, მათი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დაზიანდა და იმ პირობებში მათ სახლებში ცხოვრება შეუძლებელი იყო. მათივე განმარტებით, საკუთარი სახსრებით ისინი დაზიანებული სახურავების შეცვლას ვერ შეძლებდნენ.
“საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ სტიქიის შემდგომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ეს არის სახურავების გადახურვა; 19 სახლი უკვე გადახურულია. მიმდინარეობს 40-მდე ობიექტზე მუშაობა; უმეტესი ნაწილი დასრულებულია. გაკეთდა კილომეტრობით სანიაღვრე არხები, ასევე მოვაწყვეთ საყრდენი კედლები, მიმდინარეობს სკვერების მოწყობა. სამუშაოები 3 მილიონზე მეტი ღირებულების არის და ტემპიც საკმაოდ ნორმალურია“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ჩიქოვანის, დოლიძის, ჭიათურის, ლიხაურისა და ნასიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მისამართზე ჩატარდა. პროექტების დაფინანსება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები