ედგარს რინკევიჩსი: ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ნატოს კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნატოს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში გახდეს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ედგარ რინკევჩსის თქმით, ნატო იცავს გაფართოების პოლიტიკას, თუმცა საქართველოს შესახებ ამ დრომდე არ არის კონსესუსი მიღწეული და მის წევრობას გარკვეული დრო დასჭირდება.

“ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ნატოს გაფართოების პოლიტიკას. თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და თუ ეს შედის ნატოს ინტერესებში, ქვეყანა ხდება ნატოს წევრი. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს ქვეყნები ნატოს გარეთ, რომლებსაც ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში. ამ საკითხზე ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს მიღწეული კონსენსუსი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი – ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა რინკევიჩსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები