რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ

რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათროგორც “კვირას” საგარეო საქმეთა. სამინისტროდან აცნობეს, როტაციის ვადა ამოეწურათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართვლოს ელჩს ალექსანდრე ნალბანდოვს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს თენგიზ შარმანაშვილს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ოთარ ბერძენიშვილს.
ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო აღნიშნული ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოშიც იცვლება საქართველოს ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე. მის ადგილს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები