მიროტაძე „ნაციონალებს“ – თქვენი დაცვა მარგველაშვილს არ სჭირდება

  გიორგი მარგველაშვილი იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ანა მიროტაძემ პარლამენტში განაცხადა. მიროტაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები შეახსენა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ექსპრეზიდენტმა საფრანგეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი მიატოვა.
„რას იტყვით იმაზე, როდესაც კონფლიქტის ზონაში თქვენმა ვაჟკაცმა პრეზიდენტმა უცხოელი სტუმრები მიატოვა, მაგალითად, საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითონ გამოიქცა. თქვენი დაცვა გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება. ის იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,- განაცხადა ანა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები