ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალ ალიანსის“ ერთობლივი საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე „გლობალური ალიანსის“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები იყო წარდგენილი.
შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი დაესწრო. უწყების ინფორმაციით, „გლობალური ალიანსი“ ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა; ჯანდაცვის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული გეგმების ჰარმონიზაციას ევროკავშირის ანალოგიურ პროგრამებთან; პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება (მათ შორის ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო დაწესებულების დონეზე ხარისხის შეფასების ინდიკატორების სისტემის შემუშავება); ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აღიარებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების ადაპტირების მეთოდოლოგიის შემუშავება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი საფრთხეების კომპლექსური შეფასების ინსტრუმენტების შექმნა და ადაპტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები