„ვეტო არის ამბავი გარდასულ დღეთა“
ვეტო არის ამბავი გარდასულ დღეთა. არ დავადე იმ კანონს ვეტო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი სასამართლოში მოწმეების დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა.
“ბიძინასა და ჩემს შორის დიალოგებს არ მოგიყვებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ დიალოგებს არ მოვყვები. მინდა, რომ გამიგოთ და მიხვდეთ, რატომ ხდება ეს. მე ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ, რომ რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ მოვყვე მედიასთან”, -განაცხადა მარგველაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მარგველაშვილი მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა.