მარგველაშვილს ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება არ სურს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მრჩევლის – ვანო მაჭავარიანის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე შეფასების გაკეთება არ ისურვა.
“ურთიერთობები, რომელიც არის ვანოსა და ბიძინას შორის, ამ საკითხებზე, მე ვფიქრობ, ეს ორი ადამიანი ძალიან ღიად საუბრობს და იქიდან გამომდინარე შეგიძლიათ, იმსჯელოთ. ეს იყო თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ მე არ ვაპირებ იმის განხილვას ღიად და საჯაროდ, რაზეც მე და ბიძინას გვილაპარაკია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.