პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის განხილვას საჯაროდ არ აპირებს

    პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის საჯაროდ გამოტანას არ აპირებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკა ერთდროულად მნიშვნელოვანიც არის და მტკივნეულიც. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მასსა და ივანიშვილს შორის გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება იყო, თუმცა მარგველაშვილი არასწორად მიიჩნევს ამაზე საჯაროდ საუბარს.
„ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ჩემს მიმართ ჩემთვის, მართლაც, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მის მიმართ ძალიან მაღალი შეფასება მაქვს. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, შემასაბამისად, ეს დამოკიდებულება – რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ იყო გარკვეული თემები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რასაც ვსაუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ ერთი მიზეზის გამო – ეს არის ჩემი და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები მედიის მეშვეობით ბიძინასთან. ეს არის ჩვენს შორის ურთიერთობები, რომლის განხილვასაც მე არ ვაპირებ საჯაროდ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები და შენიშვნები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები