გია ყარამანიშვილის პირველი კომენტარი – “რუსთავი 2″-ის დაცვა, ქვეყნის დაცვას გულისხმობს”
კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, მთელ ჩემს რესურსს დავხარჯავ იმისთვის, რომ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თვითონ აირჩიეთ, – ასე მიმართავს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი, გია ყარამანიშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს უკრაინიდან.
როგორც ყარამანიშვილმა განაცხადა, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვა, ქვეყნის დაცვას გულისხმობს.
“ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა მოლოდინებს, მაგრამ მე მაინც მინდა ვთხოვო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, მთელ ჩემს რესურსს დავხარჯავ იმისთვის, რომ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თვითონ აირჩიეთ. ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც “რუსთავი 2”-ის მფლობელი, არამედ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს არ დგას საკითხი ასე ვიწროდ, რომ დასაცავია რამე კერძო საკუთრება. დღეს დასაცავია მთელი ქვეყანა. დღეს არის მცდელობა, ქვეყანაში დაამყარონ დიქტატურა. დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოვა, მაგრამ დღეს “რუსთავი 2”-ის დაცვით, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ და საერთოდ მომავალს. მოვუწოდებ ყველას: ნუ დაიცავთ “რუსთავი 2″-ს, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი”,- განაცხადა გია ყარამანიშვილმა.