„სოკარი“ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი“ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია რუსულ კომპანიასთან ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კომპანიაში აცხადებენ, დღეისათვის არ არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანმა რუსულ გაზზე უარი თქვას.
„თუ რუსული მხარის წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს არ დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. აზერბაიჯანს აქვს გაზი, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობები. ეს თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება სავარაუდო ფასებზე, რას შემოგვთავაზებს რუსული მხარე“, – აცხადებენ “სოკარში“.
წყარო: http://haqqin.az/news/56430