ნიკა გვარამია: სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც გვარამიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს.
„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებით მტკიცებულება და გვექნება ძალიან მალე სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც, რა თქმა უნდა, უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის. იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, თავის მოკატუნებაც კი შეუძლებელია, ისეთი უსაფუძვლო საქმეა.
კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი უკვე ძალიან მყარი მტკიცებულება გვაქს იმისი, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერმოსამართლის ხელით დასრულდა“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები