„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები ამერიკაში გაემგზავრნენ

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. ვაშინგტონში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენ მარინოსთან, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან და დევიდ კრამერთან, ასევე რამსფელდის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან სარა კონანთან. ასევე იგეგმება „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა საარჩევნო სისტემებისთვის საერთაშორისო ფონდთან(IFES).
ნიუ-იორკში „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები