არჩილ გამზარდია: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ცუდი მიზნებისთვის იყენებენ

მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი საუბრობს იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ცუდი მიზნებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“- ის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად უნდა დატოვონ ტელეკომპანია, რათა მომავალში მუშაობა მშვიდი სინდისით განაგრძონ.
„მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი საუბრობს იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ცუდი მიზნებისთვის იყენებენ. „ნაციონალები“ მთელი თვეა ამბობენ, რომ აი დღეს გამოვა გადაწყვეტილება, დღეს დაიხურება „რუსთავი 2“, თუმცა მსგავსი ჯერ არაფერი მომხდარა. ადრე თუ გვიან გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე. აჩქარებული ტემპით მიდის სასამართლოო, ჩივიან „ნაციონალები“, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ეს „ქეისი“ იმდენად მარტივია, რომ დღევანდელ მფლობელებს არ ეკუთვნით „რუსთავი 2“ და მათ უნდა ჩამოერთვათ, რომ ამდენი ხანი არც უნდა გაგრძელებულიყო ეს პროცესი“, – მიიჩნევს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები