სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა მისიის წევრებს დევნილთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სოზარ სუბარმა სტუმრებს ის პროგრამებიც გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, დევნილების განსახლების პარალელურად, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დევნილთა 60% ინტეგრირებულია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
სუბარმა სადამკვირვებლო მისიის წევრებს წლების განმავლობაში საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სადამკვირვებლო მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები