თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი გაიმართება

4 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (115 -ე აუდიტორია) სტუდენტური კონკურსის – „მისია 2015“-ის პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტური კონკურსი – „მისია 2015“ წელს „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ. „თი-ბი-სი ბანკის“ ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის პირობებს სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა და „თი-ბი-სი ბანკის“ საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები