კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი სერგო შავგულიძე ITU-R SG5 თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო შავგულიძე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ITU-R SG5) თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ცნობით, არჩევნები შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ ორგანიზებული მსოფლიო რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეის (RA-2015) ფარგლებში გაიმართა. ასამბლეაზე საქარტველოს დელეგაციას სერგო სავგულიძე ხელმძღვანელობდა.
ITU-R-ის შემსწავლელი ჯგუფები ფორმირდება მსოფლიო რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე და ისინი ასამბლეებს შორის პერიოდში ფუნქციონირებენ, მათი დანიშნულებაა, შეიმუშაონ რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც შემდგომში განიხილება და მტკიცდება ITU-ს წევრი ქვეყნების მიერ. ITU-R SG5 ჯგუფი შეისწავლის სისტემებსა და ქსელებს ფიქსირებული, მობილური, რადიოდეტერმინაციის, სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურებისათვის.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ულოცავს ბატონ სერგო შავგულიძეს საპატიო პოსტზე არცევას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ITU-ს არცევად ორგანოებში საქართველოს წარმომადგენლის არჩევის პირველი შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები