გივი თარგამაძისა და სააკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა – ვიდეო

უკრაინულ ვებგვერდზე: uarevo.in.ua კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც, მიხეილ სააკაშვილის და ნუგზარ წიკლაურის გარდა, გივი თარგამაძეც მონაწილეობს.
წიკლაური საუბარში აღნიშნავს, რომ უკვე ჩამოსულია ის 50 ადამიანი სამეგრელოდან, რომლებზეც მან მიხეილ სააკაშვილს წინა საუბრისას უთხრა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძესთან ლაპარაკს ითხოვს და წიკლაური თარგამაძეს აწვდის ტელეფონს. ექსპრეზიდენტი ინტერესდება, თუ რა შეხვედრებს მართავს თარგამაძე და რა რესურსი აქვს მობილიზებული.
გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ხალხი საკმარისია და გაუძლებენ როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამე ნაწილებსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები