ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295- კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალ ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა, საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. საავტომობილო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა მოინახულა.
ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე სულ 2 გვირაბი აშენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18- კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 ათასი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები