გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში 2008 წლის ივლისის შემდეგ პირველად იმყოფებიან.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული  ვითარება განიხილეს.
დიპლომატები ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოთი და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსით დაინტერესდნენ.  საუბარი ასევე შეეხო  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ბორდერიზაციის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები