თბილისში, ბანკის ინკასაციის ავტომანქანიდან დაახლოებით 150 ათასი ლარი გაიტაცეს

დღეს, თბილისში ერთ-ერთი ბანკის ინკასაციის ავტომანქანიდან დაახლოებით 150 ათასი ლარი გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია რომელ ბანკს ეკუთვნოდა ინკასაციის ავტომობილი. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები