გიგი გიგიაძე ევროპარლამენტის საპარლამენტო ასოცირების თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ევროპარლამენტის საპარლამენტო ასოცირების თანამშრომლობის კომიტეტის (PAC) წარმომადგენლებს საჯად კარიმს (ECR), ანდრეი მამიკინსს (S&D), ჰეიდი ჰაუტალას (Greens), კლერ მუდსა (S&D) და კოსმა ზლოტოვსკის (ECR) შეხვდა.|
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საუბარი შეეხო ევროკავშირის ჩართულობას საქართველოში და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ ორმხრივ ღონისძიებებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მრავალი მიმართულებით, მათ შორის ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში (VLAP) დაფიქსირებულ წინსვლას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები