ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს.
როგორც ხალვაში აცხადებს, ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში არცერთი ჟურნალისტი კომპანიიდან არ გათავისუფლდება. “კვირა” ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი. ძალიან კარგად მესმის, რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მეპატრონის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან. მესმის და ვხვდები, თუ როგორ უნდათ გაქციონ სიტუაციის მძევლებად, როგორ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, იმისთვის, რომ გაგწირონ და შეწირონ თქვენი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი, თქვენი სიცოცხლეც კი საკუთარი ამბიციებისა და ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას. მე გარწმუნებთ და გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს! კმარა, რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება! კმარა, რაც ატერორე „რუსთავი 2“ და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს „რუსთავი 2“-სგან!“,- აცხადებს ხალვაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები