დავით ბაქრაძემ ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარი გახსნა

ესტონეთში, ტალინში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-13 ტრადიციული სემინარი გახსნა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიება ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით იმართება. სემინარზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან, ევროინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილება.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესსა და შედეგებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები