სოფო ნიჟარაძე სკანდალურ ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის აუდიოჩანაწერს, რომელიც დღეს უკრაინულმა საიტმა გაავრცელა, მომღერალი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ფე-ეს-ბეს“ დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია, რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ, ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი! რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს, ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია, ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივის მიმართ!“,- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
უკრაინულმა საიტმა დღეს ფარული ჩანაწერები გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები