შალვა კიკნაველიძე: საქართველო აღარასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში!

საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლის თვითნებური განთავსების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება:
„მინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შორაპანში სტალინის ძეგლის თვითნებურ განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტი პირადად ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის მიუღებელია. საქართველო აღარასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში. ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ადგილი არის მის ისტორიულ ოჯახში, ევროპაში. მსგავსი ქმედებები კი ქვეყნის დისკრედიტაციას, განვითარებისა და პროგრესის შენელებას ემსახურება.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ემიჯნება და გმობს აღნიშნულ ფაქტს, მინდა  მათ დაუყოვნებლივ მოვუწოდო, სასწრაფოდ მოახდინონ ძეგლის დემონტაჟი და შეიმუშაონ პრევენციული ღონისძიებები სამომავლოდ მსგავსი ტიპის ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, – წერს დეპუტატი შალვა კიკნაველიძე.
შეგახსენებთ, რომ შოროპნის სკვერში, იქ სადაც 1941–45 წ.წ. გარდაცვლილთა მემორიალური დაფაა განთავსებული, ძეგლი შორაპნის მაჟორიტარმა (დამოუკიდებელმა) დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით, საკუთარი ძალისხმევით დადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები