თამარ ხიდაშელი – სამხედრო უბნის შედეგები რომც არ ჩავთვალოთ, რასაც გამოვრიცხავ, მე მაინც წინ ვარ

საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული კანდოდატი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ არსებულ შედეგს ელოდა და მისი გამარჯვება მოსალოდნელიც იყო.
„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციზე ხიდაშელმა, როგორც სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე, ისე სამხედროების ხმებზე შეფასებები გააკეთა.
„ამ შედეგს ველოდი, გამარჯვება მოსალოდნელი იყო. კენჭისყრის დღეს ველოდი პროვიკაციებს ინაშვილის მხრიდან, რაც მოხდა კიდეც. მისი შტაბის წარმომადგენლები რამდენიმე უბანზე მიცვივდნენ და აგინებდნენ უბნის წინ შეკრებილ ხალხს და აწყობდნენ პროვოკაციებს. ხმის დათვლა მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუ არ ჩავთვლით მეცამეტე, უჯარმის უბანს, სადაც სპეციალური უბნიდან მოტანილ ბიულეტენებს ითვლიდნენ. იქ მთელი ღამის განმავლობაში იყოფებოდნენ ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები და საარჩევნო კომისიას ხმის ნორმალურ ვითარებაში დათვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ეს სწორედ ის უბანია, სადაც სამხედროების ხმების დათვლა მიმდინარეობდა და რომელსაც გარკვეული დაპირისპირება მოჰყვა. ირმა ინაშვილი დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს, თუმცა, თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ ეს არაფერს შეცვლის:
„არსებული შედეგებით მე ვლიდერობ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უჯარმის უბანს რაიმე საფრთხე დაემუქრება, რასაც გამოვრიცხავ, ეს ხმები რომც არ ჩავთვალოთ, მე მაინც წინ ვარ. ამ ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა. ამან გამოიწვია გაუგებრობა და დაძაბულობა. როგორც ვიცი, საჩივარი შეტანილია, ოპონენტები ითხოვებ, გაიხსნას დოკუმენტაცია და ეს ოქმი ინახოს. მე ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვხედავ“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სამხედროების მიერ მისადმი ნდობის გამოცხადება, შესაძლოა მის საგარეო კურსზე იყოს ორიენტირებული.
„სამხედროებმა სრულად გამომიცხადეს თუ არა ნდობა, ვერასდროს გავიგებთ, რადგანაც ერთი გარანტია, რომელიც სპეციალურ უბანთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ სპეცუბანზე ხმები ცალკე არ ითვლება. ეს ბიულეტენები გაუხსნელად გადადის და ემაგრება სხვა უბანს. მე არ ვიცი, რა პროცენტმა დამიჭირა მხარი, თუმცა ცხადია, რომ დიდმა ნაწილმა მომცა ხმა. შეიძლება, ამისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყოს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსია და არა ინაშვილის ბუნდოვანი საგერო პოლიტიკური კურსი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ნიჰილიზმს გეგმავს.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები