დავით უსუფაშვილი ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და პარლამენტის სახელით რუს ხალხს თანადგომას უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელმაც 224 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს პარლამენტის სახელით, მსურს თანადგომა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს და მთლიანად რუს ხალხს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები