ირაკლი სესიაშვილი უკრაინა-საქართველოს მეგობრობაზე და “ვიღაც ავანტიურისტ სააკაშვილზე” საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან გაგზავნილი მიმართვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, წერილი, რომელიც პრემიერმა პოროშენკოს გაუგზავნა, ადეკვატური და კონსტრუქციულია.
„უკრაინის და საქართველოს პარტნიორობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ევროპული ინტეგრაციისთვის, რომ ვიღაც ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ავანტიურით არის დაკავებული, იმას არ უნდა გადავაყოლოთ. ამიტომ, ეს ძალიან კარგად უნდა შეიგნოს უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა კი უკრაინას გვერდში დგომა სჭირდებოდა, ყოველთვის ვიყავით უკრაინის გვერდზე და ვიქნებით მომავალშიც, იმიტომ რომ გვაქვს საერთო ინტერესები. მაგრამ ვიღაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი ავანტიურებით ამ საქმეს ხელი არ უნდა შეუშალოს. შესაბამისად, ის წერილი, ძალიან კონსტრუქციული წერილი, რომელიც პრემიერმა გაუგზავნა პოროშენკოს, არის ადეკვატური და იმედი გვაქვს, რომ ამაზე უკრაინის ხელისუფლებას ექნება რეაგირება. ყველა უნდა ვაზროვნებდეთ სახელმწიფოებრივად, მე არ მაქვს უფლება, უკრაინის პრეზიდენტს რაიმე რეკომენდაცია ან მითითება მივცე, არც ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს.
მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ – ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც ვიქნებოდით ძალიან მკაცრი ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ პასუხი მოეთხოვათ იმ ადამიანისთვის, ვინც მსგავსი ავანტიურისტული ქმედება ჩაიდინა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები